საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილი კონფლიქტების მოგვარებაში

საქართველოში კონფლიქტებისა და მისი შედეგების აღმოსაფხვრელად მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში(EUMM) 
     ევროკავშირი 27 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონი მოქალაქისთვის, უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში.

    იგი მუდმივად განავითარებს სტრუქტურას, რომელსაც ისტორიული პრეცედენტი არ გააჩნია. ევროკავშირის ძირითად კანონმდებლობას წარმოადგენს წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები. ეს ხელშეკრულებები  საფუძველს უყრის ევროკავშირის პოლიტიკას, აფუძნებს მის ინსტიტუციონალურ სტრუქტურას, საკანონმდებლო პროცედურებს და უფლებამოსილებებს. ამ ხელშეკრულებების მაგალითია: 1957 წლის ევროპის ეკონომიკური გაერთიანების რომის ხელშეკრულება, 1986 წლის ერთიანი ევროპული აქტი, 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულება,  1997 წლის ამსტერდამის ხელშეკრულება და 2007 წლის ლისაბონის ხელშეკრულება.

    ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტებია : ევროპის პარლამენტი, ევროპის საბჭო, ევროკავშირის საბჭო და ევროკომისია.
 
    ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  უნიკალური ძალისხმევაა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში (CSDP). ევროკავშირის შუამავლობით დადებული 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმების შესრულების პროცესზე დასაკვირვებლად და კონფლიქტის შემდგომ საქართველოში სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის ხელშესაწყობად, 15 სექტემბერს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამოქალაქო და შეუიარაღებელი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.

    სულ რაღაც ორ კვირაში, 1 ოქტომბრისათვის, 22 წევრი სახელმწიფოდან ევროკავშირმა წარმატებით გამოგზავნა 200-ზე მეტი დამკვირვებელი. ეს ევროკავშირის მიერ მისიის აქამდე განხორციელებული ყველაზე სწრაფი წარგზავნა იყო. ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობენ დამკვირვებლები ევროკავშირის 26 წევრი ქვეყნიდან.

    ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე საქმიანობას 2008 წლის 1 ოქტომბერს შეუდგა. მაშინ როდესაც ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები რიგ დიპლომატიურ საკითხებზე მუშაობენ,მათი 225 დამკვირვებლის საქმეა უზრუნველყონ ყველა მხარის მიერ პრეზიდენტ სარკოზისა და მედვედევის მიერ ხელმოწერილი აგვისტოსა და სექტემბრის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულება. დამკვირვებლები  ქვეყნის ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი, რათა აღადგინონ ნდობა ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს შორის და ხელი შეუწყონ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. ევროკავშირის მისია სამოქალაქო, შეუიარაღებელი მისიაა და არ შეუძლია ძალით გაიკვლიოს გზა. მათი “იარაღია” არსებულ მოვლენებზე პროფესიონალური და ობიექტური ანგარიშის წარმოდგენა. მათ ყავთ დაახლოებით 15-20 სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც დღის განმავლობაში ანხორციელებს პატრულირებას. დამკვირვებლები ანგარიშს წარადგენენ ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრებზე,  ადამიანის უფლებების საკითხებზე, უსაფრთხოების მდგომარეობაზე და ტერიტორიაზე სამხედრო და საპოლიციო ძალების ყოფნაზე.მათი ჯგუფები პროფესიონალებისაგან არიან დაკომპლექტებულნი, რომლებიც რეგიონში ყველას საკეთილდღეოდ, უსაფრთხო გარემოს შექმნაზე მუშაობენ.
http://eumm.eu 

სურათები:





http://eumm.eu 




youtube.com