Monday, June 7, 2010

საქართველოს შესახებ

საქართველოს შესახებ




მდებარეობა:ევრაზია,კავკასია, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, შავიზღვისპირეთი;
მოსაზღვრე ქვეყნები: ჩრდილოეთი: რუსეთი;
სამხრეთი: თურქეთი, სომხეთი;
სამხრეთ-აღმოსავლეთი: აზერბაიჯანი;
რელიგია: ქრისტიანული (მართლმადიდებელი);
პოლიტიკური მდგომარეობა:გაერთიანებული მონარქია 1008 წლიდან, შემდეგ დაიპყრო იმპერიულმა რუსეთმა 1801-1866წწ. რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ საქარტველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1927წწ), თუმცა იგი კვლავ რუსი ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობა საქართველომ 1991 წელს აღიდგინა(პრეზიდენტი: ზვიად გამსახურდია(1992-1993)). 2003 წელს საქართველოში მომხდარმა უსისხლო ვარდების რევოლუციამ ქვეყნის სათავეში პროდასავლური რეფორმატორი მთავრობა მოიყვანა(პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი(2004 წლიდან დღემდე);
მმართველობის ფორმა: წარმომადგენლობითი დემოკრატია, უნიტარული, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
საერთაშორისო ორგანიზაციები: გაერო, ევროსაბჭო, სუამი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა.დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მიილტვის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ;
დევიზი: ძალა ერთობაშია;
ფულადი ერთეული: ლარი;
დედაქალაქი: თბილისი;
ოფიციალური ენა: ქართული;
ტერიტორიული მოწყობა: ორი ავტონომიური ოლქი, ხუთი თვითმართველი ქალაქი, სამოცდაოთხი მუნიციპალიტეტი;
მოსახლეობა: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის რიცხვი 4.661.473-ს შეადგენს;
შეიარაღებული ძალები:2007 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 37000 მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (35000), სამხედრო-საჰაერო ძალები (1300), სამხედრო-საზღვაო ძალები (400). რეზერვში ირიცხებოდა 60000 ადამიანი. შეიარაღებაში იმყოფებოდა 235-მდე ტანკი, 250-მდე საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 240-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი, 80-მდე საზენიტო რაკეტო კომპლექსი, 15 თვითმფრინავი და 50 შვეულმფრენი,(ასევე 40 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი), 25 საპატრულო კატარღა და მცირე ხომალდი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპით-სავალდებულო გაწვევით და კონტრაქტის საფუძველზე. 2007 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოეყო დაახლოებით 1 მლრდ. დოლარი.